Accessibility links

logo-print logo-print

თეა წულუკიანი: მგონი, არ გვყავს სახალხო დამცველი, მე არ უნდა მიწევდეს პატიმრებზე საუბრი


პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მუშაობას აკრიტიკებს. მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტი, მისი სამუშაო სფეროდან გამომდინარე, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს და წარმომადგენელი განხილვებს უნდა ესწრებოდეს.

"არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. თუ არის... მგონი, არ არის იმიტომ, რომ მგონი, ჩვენ სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა, პირველ რიგში", - განაცხადა წულუკიანმა.

ამნისტიის კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. როგორც ამავე პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ კანონის მიღებით არ გათავისუფლდებიან ის პირები, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG