Accessibility links

logo-print logo-print

ენერგოომბუდსმენის ვარაუდით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება


სალომე ვარდიაშვილი

საქართველოს ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ სემეკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს და მატება შეეხოს საქართველოს მოსახლეობას მთლიანად:

„სემეკმა დააკმაყოფილა ყველა რეკომენდაცია, ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯები, რომელიც საკმარისი შეიძლება იყოს კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სათანადო ხარისხის მიწოდებისთვის. შესაბამისად, ამ მხრივ მომხმარებლის უპირატესი ინტერესი გათვალისწინებულია, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით და ჩემი პირველადი პროგნოზით, არსებობს ყველა ის წინაპირობა, რომელიც სამწუხაროდ მივა იქამდე, რომ დაკორექტირდება ტარიფი, ოღონდ სამწუხაროდ ზრდის თვალსაზრისით“, - უთხრა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფების გადასახედად სხდომა ხვალ, 29 დეკემბერს ჩაინიშნა. კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ დენის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით უწყება ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნარმანიას ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა "ენერგო პრო ჯორჯიამ" - კომპანიამ, რომელიც თბილისის გარდა, დანარჩენ საქართველოს აწვდის ელექტროენერგიას. კომპანიის დირექტორის თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG