Accessibility links

site logo site logo

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ლიდერები უარყოფენ აზერბაიჯანის განცხადებას თავდასხმაზე


აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი ერთი სამხედრო მოკლეს და ერთი დაჭრეს მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომეხი მებრძოლების თავდასხმის დროს - რასაც უარყოფენ სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო მმართველები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ წინა დღეს სოფელ აღდამში "სომეხთა უკანონო შეიარაღებული ჯგუფის" ექვსი წევრი დაესხა თავს აზერბაიჯანის დანაყოფს და დასძინა, რომ ყველა თავდამსხმელი მოკლულ იქნა. სამინისტრო პირობას დებს, რომ "გადამწყვეტ ზომებს" გაატარებს, თუკი მსგავსი თავდასხმები კიდევ იქნება.

მთიანი ყარაბაღის სამხედრო მესვეურებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და მას "პროპაგანდისტული პროვოკაცია" უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ მკაცრად იცავენ გასულ თვეში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა რეგიონის გარშემი ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებები.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ.

მოსკოვის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება ძალაში 10 ნოემბერს შევიდა. ამ შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო შვიდი რაიონი აზერბაიჯანის ადმინისტრაციას დაუბრუნდა, სომეხთა მიერ თითქმის 30 წლის განმავლობაში კონტროლის შემდეგ.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა ეთნიკური სომხები, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, უარყოფენ აზერბაიჯანის მმართველობას. ისინი საკუთარ საქმეებს თავად მართავდნენ, სომხეთის დახმარებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სამხედროები და აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირები რეგიონიდან და მის გარშემო შვიდი რაიონიდან განდევნეს ომის შედეგად, რომელიც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG