Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი აძლიერებს საახალწლო დღეებში დე ფაქტო საზღვრის დაცვას


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება საახალწლო დღეებში დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გაძლიერებულ ზედამხედველობას აპირებს. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება.

„2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვლიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა პუნქტი ჩაკეტა.

XS
SM
MD
LG