Accessibility links

logo-print logo-print

„ქართულმა ოცნებამ" „მთავარი არხის" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა კომუნიკაციების კომისიას


ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების"სახელით „მთავარი არხის" წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, „მთავარმა არხმა" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უარი განაცხადა „ქართული ოცნების" უფასო წინასაარჩევნო რეკლამის (ხუთი დღით) განთავსებაზე.

„ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა" დაარღვია კანონი.

„მთავარი არხის" დირექტორმა თამთა მურადაშვილმა საჩივართან ერთად „ფეისბუკზე" გამოაქვეყნა კომუნიკაციების კომისიიდან მიღებული შეტყობინება. „თვით ირაკლი კობახიძე უჩივის „მთავარ არხს” მარეგულირებელ კომისიაში და ბექაური რისი ბექაურია ახალ წელს, 31 დეკემბერს რომ არ ჩანიშნოს სხდომა", - წერს მურადაშვილი „ფეისბუკზე".

კომუნიკაციების კომისია „მთავარი არხის" წინააღმდეგ „ქართული ოცნების" საჩივარს 31 დეკემბერს, 12:00 საათზე, განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG