Accessibility links

logo-print logo-print

ნატო: 2020 წელს საჰაერო გადატაცვის 90 პროცენტი რუსულ თვითმფრინავებს ეხებოდა


ნატო აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ევროპაში თავისი ძალები 400-ზე მეტჯერ მოიყვანა მობილიზაციაში უცნობი თვითმფრინავების გადატაცვისთვის, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, და ეს ხომალდები ძირითადად რუსეთიდან იყო.

ალიანსი 28 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ მისიათა თითქმის 90 პროცენტი წარმოადგენდა პასუხს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენაზე. ეს მონაცემი ოდნავ აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს.

"ბოლო წლებში მომსწრენი გავხდით რუსეთის სამხედრო საჰაერო აქტივობის გაზრდილი დონისა ალიანსის საზღვრებთან" - ამბობს ნატოს პრესმდივანი, ოანა ლუნგესკუ.

"ჩვენ ყოველთვის ვფხიზლობთ. ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაშია, თუკი საეჭვო, ან გამოუცხადებელი ფრენა იქნება ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცესთან ახლოს" - დასძენს ის.

ნატოს თქმით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად არ წარადგენენ მონაცემებს თავიანთი პოზიციის და სიმაღლის შესახებ, არ გზავნიან რეისის გეგმას და კომუნიკაციაში არ შედიან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელ უწყებებთან, რითიც პოტენციურად საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო თვითმფრინავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG