Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი Pfizer-ის ვაქცინის 150,000-ს დოზას მიიღებს ამერიკელი "ფილანთროპებისგან"


ირანის წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა სამ კვირაში მიიღებს Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარტიას.

"აშშ-ის ფილანთროპებთან შეთანხმების შედეგად შექმნილი მოლოდინით, ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 150,000 დოზა" - ამბობს წითელი ჯვრის საზოგადოების დირექტორი, კარიმ ჰემათი ნახევრადოფიციალურ სააგენტო "ტასნიმთან" საუბარში 28 დეკემბერს. ის დასძენს, რომ ვაქცინები დარიგდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად.

ჰემათი 26 დეკემბერს აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაცია ჩინეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ვაქცინის 1 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG