Accessibility links

logo-print logo-print

დენი რეგიონებშიც გაძვირდა


თბილისის მსგავსად, დენი რეგიონებშიც გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებშიც იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე.

ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 12 მილიონი ლარით შეუმცირეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები.

საყოფაცხოვრებო ტარიფი:

  • 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,065 თეთრიდან 17,731 თეთრამდე;
  • 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,435 თეთრიდან 21,707 ​თეთრამდე;
  • 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,269 თეთრიდან 26,227 ​ თეთრამდე.
  • ფასში გათვალისწინებული დღგ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:

  • 110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე;
  • 10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე;
  • 0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე;
  • ​ფასში გათვალისწინებული არ არის დღგ.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.

"ეს არის უფრო ნაკლები, ვიდრე "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნოდა", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.

გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG