Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჭავარიანის თქმით, 2024 წლამდე მთავრობის ვალი მშპ-ის 60%-დან 40%-მდე ალბათ ვერ შემცირდება


ივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და ილაპარაკა მთავრობის ვალის მაჩვენებელზე. როგორც ის ამბობს, მიმდინარე საარჩევნო ციკლში (2024 წლამდე) ვალი მშპ-ის 60%-დან 40%-მდე, სავარაუდოდ, ვერ შემცირდება.

„საკმაოდ რთულ ფაზაში შევდივართ, მაგრამ ყველა წანამძღვარი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ აქედან გამოვიდეთ ღირსეულად, უფრო გაძლიერებული. იცით, როგორი ნათქვამია, მოკლე და საშუალო ვადაში ალბათ ვერა, მაგრამ გრძელ ვადაში შეიძლება უფრო ძლიერი გამოვიდეთ. ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახდინა ის, რომ კრიზისის შემდეგ, როდესაც მათ გაექცათ ვალი, მერე კრიზისის შემდგომ დაბრუნდნენ წინა მაჩვენებელზე. ეს ვერ ხდება. ეს ვერ ხდება ძალიან ძლიერ ქვეყნებშიც. ავარდება და მერე, „New Normals”-ს რომ ეძახიან, აქედან არის ათვლის წერტილი”, - თქვა მაჭავარიანმა.

შეკითხვას, როდის ჩამოხვალთ ვალის 2019 წლის მაჩვენებელზე? ფინანსთა მინისტრი პასუხობს: „მე მინდა გითხრათ, რომ უპასუხისმგებლო იქნება იმის თქმა, რომ 2024 წლამდე ანუ ამ საარჩევნო ციკლში ჩვენ შეგვიძლია 40%-ზე (მთავრობის ვალის მიმართება მშპ-სთან) ჩამოვიდეთ. ჩვენ ალბათ ვერ ჩამოვალთ. გვაქვს შანსი, რომ 60%-დან ჩამოვიდეთ 50%-მდე. ეს ძალიან ძლიერი მაჩვენებელი იქნება. იმიტომ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაუბრუნდება პანდიმიამდელ მაჩვენებელს შემდეგ ოთხ წელიწადში. პრაქტიკულად ვერც ერთი. ერთეული გამონაკლისები შეიძლება იყოს - განსაკუთრებული სტრუქტურის ეკონომიკები“, - აღნიშნა მან.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობის ვალი აჭარბებს ზღვრულ 60%-იან დონეს. 2012 წელს მთავრობის მთლიანი ვალი შეადგენდა მშპ-ის 28.8%-ს.

XS
SM
MD
LG