Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: აღმოვაჩინე, ცინიკური ირაკლი კობახიძის გარდა, ყოფილა საქმიანი ირაკლი კობახიძე


ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს ოპოზიციის დეპუტატებს პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი. „რუსთავი 2“-ის ეთერში მან კიდევ ერთხელ დაახასიათა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.

„რატომ მსაყვედურობენ, რომ მართლა აღმოვაჩინე, რომ ცინიკური ირაკლი კობახიძის გარდა, ყოფილა საქმიანი ირაკლი კობახიძე, რომელიც სიმართლე გითხრათ, ძაან მაგრადაც იცავდა თავის პოზიციებს“, - აღნიშნა ელისაშვილმა და დაამატა, - „თვითონაც იცის [კობახიძემ], რომ გულზე არ მეხატება ბევრი რამის გამო, მაგრამ იქ იყო საქმიანი და მერე, როგორც უნდოდათ ისე თარგმნეს ეს ამბავი. მე არ მითქვამს, რომ ბუნჩულა და პოზიტიური იყო. ძაან საქმიანი იყო და ძაან კომპეტენტური იყო ჩვენდა გასაოცრად. რაღაც ზიზღით ნარევი და სიძულვილის მიღმა, ეს რაღაცა დავინახე“.

ელისაშვილი პასუხობს შეკითხვას, მხოლოდ თქვენ და ლევან იოსელიანი შეხვალთ პარლამენტში? დეპუტატი მზად არის ხელი მოაწეროს მმართველ პარტიასთან შეთანხმებას.

„თუ ეს გახდა საჭირო და იმ შეთანხმების ხელმოწერის შნო თუ არ ეყო სხვებს, ამასაც მოვაწერთ ხელს“, - თქვა ელისაშვილმა. „მოქალაქეების“ ლიდერმა აღნიშნა, მათ პარტიას პარლამენტში ძალიან ცოტა ბერკეტი ექნება.

„ორი კაცი ვიქნებით ყვავილის ქოთნებივით, არ გვინდა რომ ასე ვიყოთ. საქართველოს პარლამენტის ისტორიაში 60 ოპოზიციონერი არ ყოფილა არცერთ პარლამენტში. შევიდეთ ახლა“, - თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციის 54-მა დეპუტატმაც მიმართა, თუმცა მათი საკითხი ჯერჯერობით კენჭისყრაზე არ გასულა. განცხადებების გამოთხოვის ვადა კი 23 დეკემბერს ამოიწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG