Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ელჩი იწონებს გადაწყვეტილებას, რომლითაც შენგენის ზონაში შეშვება საქართველოშივე გადაწყდება


საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელი მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში გაფრენამდე საქართველოს აეროპორტებში შეამოწმებენ. გადაწყვეტილება 1 იანვრიდან ამოქმედდება.

"უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა", - აცხადებს ელჩი.

მისი თქმით, ეს ახალი შეზღუდვა არაა, რადგან მსგავს პროცედურას საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ გადიოდნენ.

"როგორც მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხორციელების პროცესში ჩვენ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდექით. პრობლემების მოგვარებით მიზნით საქართველომ და საქართველოს პარლამენტმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგზავრების წინ შემოწმების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის გამართულ ფუნქციონირებას", - აცხადებს ჰარცელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG