Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კრემლის კრიტიკოსის, ნავალნის წინააღმდეგ


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, მას ბრალს სდებენ მისი ანტიკორუფციული ორგანიზაციისთვის გადარიცხული მილიონობით რუბლის მითვისებაში.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ნავალნის ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება, და საქმის აღძვრა ეჭვქვეშ აყენებს მის რუსეთში დაბრუნებას. ნავალნი გერმანიაში იმყოფება მას შემდეგ, რაც აგვისტოში სამხედრო დონის ნერვული აგენტით იქნა მოწამლული.

თავად ნავალნიმ უგულებელყო მისთვის წაყენებული ეს ახალი ბრალდებები და მათ უწოდა მთავრობის შურისძიება იმის გამო, რომ ის მოწამვლას გადაურჩა და შემდეგ მოწამვლაში ჩართული პირები გამოააშკარავა. ნავალნი თავის მოწამვლას უწოდებს მკვლელობის მცდელობას სახელმწიფოს უშიშროების სამსახურების მხრიდან.

ნავალნი წლების განმავლობაში დეტალურად იძიებს კორუფციას მთავრობის მაღალ ეშელონებში, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული მოკლე ვადით.

ნავალნის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ფონია რუსეთში ბოლო წლებში გაძლიერებული ზეწოლა კრემლის ოპოზიციაზე, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკას ზრდა უჭირს და ცხოვრების დონის გაუარესების გამო იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG