Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ სწავლისთვის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მობილური ინტერნეტი გაუიაფდებათ


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში, 2020 - 2021 სასწავლო წლებში, ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი. კომისიამ გადაწყვეტილება "მაგთის", "ჯეოსელისა" ("სილქნეტი") და "ბილაინის" ("ვიონი საქართველო") წერილების საფუძველზე მიიღეს.

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30 დღიანი ვადით ინტერნეტი 20 გბ 10 ლარად შესთავაზოს. ამ პროცესში შესაძლოა კომპანიებს სუბსიდირება დასჭირდეთ, რაც მანამდე კომისიამ კომპანიებს აუკრძალა.

მოქმედი ტარიფებით, 20 გბ "მაგთისა" და "ჯეოსელის" აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, "ბილაინში" მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს.

ჩვენ არ ჩაგითვლით სუბსიდირებას - ანუ დაგრთეთ ნება ზარალიანი ტარიფის", - თქვა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, განათლების სამინისტროში კონკრეტული თარიღის თქმა უჭირთ. უწყებაში აცხადებენ, რომ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG