Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში დეკემბერში 20 მილიონი ადამიანის ნაცვლად 2,6 მილიონის ვაქცინაცია მოესწრო


აშშ-ში დღემდე მხოლოდ 2,6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც დიდად ჩამოუვარდება მთავრობის გეგმას, 20 მილიონის ვაქცინაცია ჩატარებულიყო წლის ბოლომდე.

დღეის მონაცემებით შტატებს დაურიგდათ დაახლოებით 14 მილიონი დოზა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები, განაცხადეს ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დეკემბრის დამდეგს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის განკარგულებაში იქნება 40 მილიონი დოზა ვაქცინა, რაც 20 მილიონი ამერიკელის ორჯერ ვაქცინაციისთვის იქნებოდა საკმარისი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხელმისაწვდომი დოზების რაოდენობა საკმარისია თითქმის 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად, თავად ვაქცინაციის პროცესი მოსალოდნელზე ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს.

„ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინები დაურიგა შტატებს. ახლა შტატების პასუხისგებლობაა მათი გამოყენება. იმოქმედეთ!“ - დაწერა ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG