Accessibility links

site logo site logo

მსოფლიომ მოკრძალებულად აღნიშნა ახალი წლის დადგომა


მსოფლიომ მოკრძალებული ფორმით აღნიშნა ახალი წლის დადგომა, რითიც უკან მოიტოვა მძიმე 2020 წელი, რომელმაც მილიონობით ადამიანისთვის შეცვალა ცხოვრება. ახალი წლის მოსვლას ბევრი იმედით შეხვდა, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ძალას იკრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება.

შუაღამის დადგომისას ავსტრალიაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ამერიკაში, ახალი წლის აღნიშვნის წესი შესაბამისი იყო ჯანდაცვის სფეროს მესვეურების რჩევებისა - რომლებიც მოსახლეობას თითქმის ყველგან მოუწოდებდნენ სახლებში დარჩენისკენ და თავყრილობების შეზღუდვისკენ, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

სიდნეიში, ავსტრალიაში, ოპერის თეატრის თავზე ტრადიციული ფოიერკვერკი გაუშვეს, თუმცა მას ამჯერად მოსახლეობა ტელევიზიით ადევნებდა თვალს, ქუჩაში შეკრების გარეშე. ახალ ზელანდიაში, რომელიც სიდნეის ორი საათით უსწრებს, COVID-19-ის აქტიური შემთხვევები არ არის და ახალი წელი იქ ტრადიციულად აღნიშნეს.

ფოიერვერკი გაუშვეს მოსკოვის წითელ მოედანზე და ათენში, აკროპოლისის თავზეც, თუმცა იქ ქუჩები ძირითადად ცარიელი იყო.

პარიზიდან ბერლინამდე, ევროპის დიდ ნაწილში ე.წ. "ლოკდაუნი" და კომენდანტის საათი მოქმედებდა, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დღესასრაული.

აშშ-ში, ნიუ-იორკის ტაიმს სკვერზე პოლიცია ზღუდავდა თავყრილობას. მოსახლეობას იქ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG