Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ს გენერალ სოლეიმანის მოკვლისთვის შურისძიებით ემუქრება


ირანელები გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოთი თეირანის ქუჩაში. 2020 წ. 7 იანვრის ფოტო.
ირანელები გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოთი თეირანის ქუჩაში. 2020 წ. 7 იანვრის ფოტო.

პენტაგონის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა ვერ შეაჩერებს ირანის წინააღმდეგობას, განაცხადა პარასკევს ისლამური რეპუბლიკის ერთ-ერთმა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა, ესმაილ ღაანიმ, - იტყობინება Reuters-ი.

ღაანიმ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა დაღუპული სოლეიმანი. მისი თქმით, სოლეიმანის სიკვდილისთვის შურისძიება შეუძლია ვინმეს ამერიკის „შიგნით“.

ხუთშაბათს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო საბაბის „შეთითხნაში“, რათა თავს დაესხას ირანს. მისი თქმით, ირანი აქტიური ბრძოლისთვის ზომებს მიიღებს.

ირანის რიტორიკა გამწვავდა სოლეიმანის სიკვდილის წლისთავის მოახლოებასთან ერთად. სოლეიმანი ტრამპის ბრძანებით იქნა ბაღდადში მოკლული 2020 წლის 3 იანვარს. მასზე დრონიდან განახორციელეს იერიში. ვაშინგტონი ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მეთაურს რეგიონში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.

ამ თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები და მათი ერაყელი მოკავშირეები იყვნენ განლაგებული. ისინი წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მათ ბომბსაცავებს შეაფარეს თავი, რის შედეგადაც მოხერხდა მსხვერპლის თავიდან აცილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG