აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები უარყოფენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ქვეყანაში გადაჭარბებულად წარმოაჩენენ COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობას.
ტრამპმა 3 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) იყენებს "მონაცემის დადგენის აბსურდულ მეთოდს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომელთაგან ბევრი, განზრახ, ძალიან არაზუსტ და დაბალ მონაცემს აქვეყნებს".
ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე და მიანიშნა, რომ როცა ჯანდაცვის მესვეურებმა ზუსტად არ იციან ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ისინი ამას COVID-19-ს აბრალებენ.
მთავარმა ექიმმა, ჯერომ ადამსმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ ვერ ხედავს მიზეზს ეჭვის შესატანად CDC-ის მონაცემებში, ხოლო აშშ-ის ინფექციური დაავადებების წამყვანმა სპეციალისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა: "ეს რეალური რიცხვებია, რეალური ადამიანები და სიკვდილის რეალური შემთხვევები".