Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

112-ზე სამეგრელო-ზემო სვანეთიდან მინდვრის ხანძრებზე 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ შევიდა. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს.

"ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება", - აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ცეცხლს აქრობენ. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან:

"დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში... მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG