Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წარმომადგენლის უფლებამოსილება ცნო


ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი
ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი

„ქართული ოცნების“ 80-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით პარლამენტში შესული დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ცესკოს ოფიციალური შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსის“ 4 წევრი მოხვდა, თუმცა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლორიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატებზე უარი თქვეს. მათი ადგილი კი პარტიული სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებმა, ზაზა (გელა) მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა დაიკავეს.

სარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, უპარტიო ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ არ აპირებს პარლამენტის დატოვებას.

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად, 4 დეპუტატი იქნება ოპოზიციის კვოტით.

ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.

დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG