Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა ცდილობს გაათავისუფლოს ირანის მიერ დაკავებული თავისი ტანკერი


სამხრეთ კორეის თქმით, ის ცდილობს მიაღწიოს თავისი ტანკერის გათავისუფლებას, რომელიც ირანმა დააკავა ჰორმუზის სრუტის მახლობლად. ინციდენტი მოხდა სამხრეთ კორეის ბანკებში ირანის ფონდების გაყინვის გამო, რაც აშშ-ის სანქციების გამო მოხდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კან კიუნ-ვამ 5 იანვარს განაცხადა, რომ სამხრეთი კორეა დიპლომატიური ძალისხმევით ცდილობს ტანკერ Hankuk Chemi-ისა და მისი ეკიპაჟის 20 წევრის გათავისუფლებას.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მეკობრეობასთან საბრძოლველ ქვედანაყოფს აგზავნის ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც წარმოებს მსოფლიოში ნავთობით ვაჭრობის 20%.

გუშინ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მისმა საზღვაო ძალებმა ხომალდი და მისი ეკიპაჟი დააკავეს გარემოს დაბინძურების წესების დარღვევისთვის. გემის ოპერატორი უარყოფს ბრალდებას.

ირანი ცდილობს სამხრეთ კორეაზე ზეწოლა განახორციელოს, რათა სეულმა გამოათავისუფლოს სამხრეთ კორეის ბანკებში გაყინული 7 მილიარდი დოლარი, რაც აშშ-ის მიერ სანქციების გამკაცრებამდეა გამომუშავებული.

ირანის მედიის თქმით, უახლოეს დღეებში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩოი იონ-კუნი ჩავა თეირანში ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG