Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: მესმის, კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში


ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს.

„მინდა ვუპასუხო იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ეს არის რუსული შემადგენელი?! ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვითომ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი", - თქვა ირმა ინაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციური პარტია უკვე შევიდა პარლამენტში. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ „პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში. მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, რომელშიც არ იქნება არცერთი ღიად პრორუსული პარტია", - თქვა კობახიძემ.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ცესკოს ოფიციალური შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსის“ 4 წევრი მოხვდა, თუმცა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლორიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატებზე უარი თქვეს. მათი ადგილი კი პარტიული სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებმა, ზაზა (გელა) მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა დაიკავეს.

როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, ის გეგმავს ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების" შექმნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG