Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში ცეცხლის კერები ჯერ კიდევ რჩება


ოკუპირებულ გალის რაიონში ცეცხლის კერები ამ დრომდე აქრობენ. როგორც რადიო თავისუფლების წყარო გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან იუწყება, ცეცხლი მისი სახლიდანაც მოჩანს მეზობელ სოფელ სიდის ტყეში.

მისი სიტყვებით, ხანძარი საკმაოდ დიდ ნაწილს უკიდია, თუმცა ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და იმედი აქვთ, რომ დროულად მოხდება მისი ლოკალიზება. სიდაში ტყის მასივი საკმაოდ ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან.

რაც შეეხება, სოფლებს ზემო და ქვემო ბარღებს, სადაც 4-5 იანვარს ყველაზე რთული სიტუაცია იყო, რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში ცეცხლი თითქმის სრულად ლიკვიდირებულია ზემო ბარღებში. ხანძარია ამ წუთებში ქვემო ბარღებშიც. აქ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას და ვერ უმკლავდება.

ზემო ბარღებში დაიწვა 3 საცხოვრებელი სახლი. ასევე ათობით ადგილობრივ მცხოვრებს გაუნადგურდა თხილნარი და სახნავ-სათესი მიწები, როგორც ქვემო, ასევე ზემო ბარღებში. ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია გალის რაიონის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში - ნაბაკევში, სოფჩაიში, ოტობაიაში და თაგილონში. საცხოვრებელი სახლების გადარჩენა ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ სოფლებში შეძლო, რადგან ხანძარი დროულად ჩააქრეს, თუმცა ნაწილს აქაც დაეწვა თხილნარი და პირუტყვის სადგომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG