Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბარის თქმით, ტრამპმა თავის თანამდებობას და ხალხს უღალატა


აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედება მაშინ, როცა მისი მომხრეები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, იყო „თავისი თანამდებობისა და მხარდამჭერების ღალატი“.

7 იანვარს ბარმა Associated Press-ს განუცხადა, რომ „კონგრესზე ზეწოლისკენ ბრბოს წაქეზების პატიება უპატიებელი რამაა.“

კონგრესის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა თეთრ სახლთან შეკრებილ მომხრეებს მიმართა: „ჩვენ არასოდეს დავნებდებით... შეაჩერეთ [ხმების] ქურდობა“.

ბარი ტრამპის ხელისუფლებაში მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლოიალური წევრი იყო.

ბარის კომენტარი მოჰყვა წუხელ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს. როცა კონგრესში მიმდინარეობდა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში და დაარბიეს ის. არეულობების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის დროს კონგრესის წევრები იძულებული გახდნენ სხდომა დაეტოვებინათ და უსაფრთხო ადგილებში გარიდებოდნენ ბრბოს.

უილიამ ბარი გასულ თვეში გადადგა მაშინ, როცა ტრამპი უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG