Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების ინსტრუქციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახური


შემოსავლების სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც განმარტებულია, ვის შეუძლია 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიანი კომპენსაციის მიღება.

ინფორმაციას ერთვის ვიდეოინსტრუქცია:

  • კომპენსაციის საშუალება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს. ისინი იმ შემთხვევაში შეძლებენ კომპენსაციის მიღებას თუკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.
  • 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების საშუალება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

იხილეთ ვრცლად: https://rs.ge/NewsArchive?newsId=160

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG