Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატასტროფა განიცადა ინდონეზიის სამგზავრო თვითმფრინავმა


ინდონეზიის საავიაციო კომპანიის, Sriwijaya Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, ბოინგ-737-მა, კატასტროფა განიცადა ჯაკარტის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში. თვითმფრინავში, რომელიც ზღვაში ჩავარდა, იმყოფებოდა 50 მგზავრი, მათ შორის ათიბავშვი და ეკიპაჟის 12 წევრი.

კატასტროფის შესახებ ცნობა დაადასტურა ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ბუდი კარია სუმადმა. თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობის - სავარაუდო ჩამოვარდნის - არეალში, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაო. თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს მეთევზეებმა.

თვითმფრინავი მიფრინავდა ქალაქ პონტიანაკში, კუნძულ ბორნეოზე.

ჩამოვარდნილი „ბოინგი“ 26 წლისა იყო, მას 2012 წლამდე მოიხმარდა აშშ-ის ავიაკომპანიები, „United“ და „Continental“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG