Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში „ასტრა ზენეკას“ და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ განიხილება საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა - „ასტრა ზენეკასი“ და კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის. „ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“, - უთხრა ცერცვაძემ „ფორმულას“.

მისი შეფასებით, ჩინურ ვაქცინას ნდობის მაღალი ხარისხი აქვს თუნდაც იმიტომ, რომ ინფექცია თავიდან სწორედ იქ გაჩნდა. „ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG