Accessibility links

logo-print logo-print

ციხანოუსკაია უნდობლობას უცხადებს ლუკაშენკას მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებას


ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და დევნილობაში მყოფმა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს ლუკაშენკას იდეას ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის გამართვის თაობაზე.

„ბელარუსში მხოლოდ ერთადერთი ახალი კონსტიტუცია შეიძლება იქნეს მხარდაჭერილი - სახალხო კონსტიტუცია. იგი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ხალხმა, ხოლო ადამიანს, რომელიც ტერორს უწყობს ბელარუსებს, არაფერი ესაქმება ქვეყნის მთავარ კანონთან“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ.

მანამდე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კვლავ გაიმეორა დაპირება, რომ წლის ბოლომდე მომზადდება ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელზეც გაიმართება საერთო-სახალხო რეფერენდუმი.

ბელარუსის ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მომზადებას და მიაჩნია, რომ ამით ლუკაშენკა შეეცდება გააჭიანუროს ხელისუფლებაში დარჩენის პროცესი.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG