Accessibility links

site logo site logo

CIA-ის დირექტორად ბაიდენი ასახელებს რუსეთში ყოფილ ელჩს, უილიამ ბერნსს


უილიამ ბერნსი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე ასახელებს ვეტერან დიპლომატს, უილიამ ბერნსს, რომელიც რუსეთში ელჩის პოზიციაზეც მსახურობდა.

"ბილ ბერნსი გამორჩეული დიპლომატია, მას მსოფლიო ასპარეზზე ყოფნის და ჩვენი ხალხის და ქვეყნის უსაფრთხოების და უშიშროების დაცვის ათწლეულების გამოცდილება აქვს" - ამბობს ბაიდენი 11 იანვრის განცხადებაში და დასძენს: "ის მეთანხმება ჩემს ღრმა რწმენაში, რომ დაზვერვა აპოლიტიკური უნდა იყოს და პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს ერს ერთგულად ემსახურებიან დაზვერვაში, ჩვენს პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ. ელჩი ბერნსი მოიტანს ცოდნას, განსჯას და პერსპექტივას, რომელიც გვესაჭიროება საიმისოდ, რომ პრევენცია მოვახდინოთ და დავუპირისპირდეთ საფრთხეებს, სანამ ისინი ჩვენს ნაპირებამდე მოაღწევენ. ამერიკელი ხალხი მშვიდად დაიძინებს, როცა ის იქნება CIA-ის შემდეგი დირექტორი".

33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, ბერნსი ასევე მსახურობდა აშშ-ის ელჩად იორდანიაში და იყო მთავარი მომლაპარაკებელი საიდუმლო საუბრებში, რომლებმაც გზა გაუხსნა 2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ირანთან გაფორმებულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას.

ბერნსს ნათქვამი აქვს, რომ აღადგენდა ბირთვულ ხელშეკრულებას, რომლიდანაც ტრამპმა აშშ ცალმხრივად გამოიყვანა 2018 წელს.

64 წლის დიპლომატი ამჟამად ხელმძღვანელობს საერთაშორისო განყოფილებას კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, ის არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული წერილების ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG