Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნიზე ძებნა გამოაცხადა


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ალექსეი ნავალნიზე ძებნა გამოაცხადა, იტყობინება გამოცემა Mash-ი. რედაქციის ხელთ არსებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი თავს არიდებდა კონტროლს როგორც პირობით გასამართლებული.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელ ალექსეი ნავალნის 2014 წელს მიესაჯა 3,5 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობის მუხლით. თავად მან არ აღიარა დანაშაული და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვისას დაირღვა პოლიტიკოსის უფლება თავისუფალ სასამართლო პროცესზე.

30 დეკემბერს ოპოზიციონერს გაუვიდა ამ განაჩენთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა. 28 დეკემბერს სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მისგან მოითხოვა, გამოცხადდეს რეგისტრაციისთვის, იანვარში კი სამსახურმა სასამართლოსგან მოითხოვა ნავალნის საცდელი ვადა რეალური საპატიმრო ვადით შეუცვალოს. თუკი ის დამნაშავედ ცნეს, ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა ემუქრება.

ძებნის შესახებ დადგენილებაში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ნოემბრის ბოლოდან ეძებს. პოლიტიკოსი იმ დროს გერმანიაში იმყოფებოდა სარეაბილიტაციოდ. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მას ჯანმრთელად მიიჩნევს, ვინაიდან საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა ჟურნალმა Lancet-მა.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ის რუსეთში შეიძლება მოეწამლათ. ნავალნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს მოწამვლის შეკვეთაში. პუტინის თქმით, ნავალნის მოწამვლა რომ სდომებოდა ხელისუფლებას, მას მოწამლავდნენ.

13 იანვარს ნავალნიმ განაცხადა, რომ 17 იანვარს დაბრუნდება რუსეთში. მოსკოვში მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ძებნის გამოცხადება ნიშნავს, რომ ის რუსეთში ჩაფრენისთანავე უნდა დააპატიმრონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG