Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუკნარში შერიგების მიზნით შეხვედრა ხვალ, 15 იანვარს, გაიმართება


გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის და სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის მონაწილწეობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, მერიის წინ შეკრებილ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ ახალი წინადადება შესთავაზეს: ხვალ, 15 იანვარს, სოფელ ბუკნარში, ჯუმა დღეს გაიმართება მუსლიმების ტრადიციული ლოცვა; პარალელურად, 13:30 საათზე, სოფლის ეკლესიაში მართლადიდებელი მრევლი შერიგებისთვის ილოცებს; ორივე ლოცვის დასრულების შემდეგ კი გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვასილ ჩიგოგიძე, ადამ შანთიძე, მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელი (სასულიერო პირი), გარდა ამისა, ქრისტიანი და მუსლიმი თემის 10-10 წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანი იქნება შერიგება და თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

წინადადებას დათანხმდნენ ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილი მუსლიმი თემის წარმომადგენლები, რომელთა შორის ბუკნარის მოსახლეობის გარდა არიან გურიის სხვა სოფლებიდან და აჭარიდან ჩამოსული მუსლიმები.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 იანვარს, სოფლის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

რამდენიმე დღეა ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით მიმდინარეობს ორივე თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. დღეს გურიაში ჩავიდა საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG