Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-თან დაძაბულობის ფონზე ირანი სამხედრო მანევრებს მართავს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით


ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მანევრებს მართავენ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ირანის ბირთვული პროგრამის და თეირანის წინაააღმდეგ აშშ-ის ზეწოლის კამპანიის გამო.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა 15 იანვარს, რომ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, როგორც მანევრების ნაწილი, რამდენიმე ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტა გატყორცნა წარმოსახული სამიზნის მიმართულებით, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ არეალში, უდაბნოში მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, წვრთნების დროს გამოიყენეს ზოლფაღარის და დეზფულის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე ბომბებით აღჭურვილი დრონები. ირანმა მანევრების რიცხვი გაზარდა ბოლო კვირებში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანმდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდის დაძაბულობასთან ერთად.

ამ კვირის დასაწყისში ირანის საზღვაო ფლოტმა მცირე მანევრები გამართა ომანის ყურეში.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაიზარდა 2018 წელს, როცა აშშ-მა დატოვა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. შეთანხმებით, ირანმა შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა, ხოლო სანაცვლოდ გაუქმდა მის მიმართ ადრე დაწესებული სანქციები. აშშ-მა წამოიწყო ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია და მის ჩარჩოებში დააწესა მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

ირანი უარყოფს, რომ მიზნად აქვს ბირთვული იარაღის შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG