Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის შემდეგ ღია ცის ხელშეკრულებას რუსეთიც ტოვებს


რუსეთმა გამოაცხადა, რომ იწყებს ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურას მას მერე, რაც აშშ-მა შარშან დატოვა შეთანხმება, რომელიც მის წევრ ათეულობით ქვეყანას ერთმანეთზე უიარაღო საჰაერო დაკვირვების წარმოების უფლებას აძლევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 იანვრის განცხადებით, აშშ-ის გასვლა შეთანხმებიდან „მნიშვნელოვნად არღვევს ინტერესთა ბალანსს ხელისმომწერ ქვეყნებს შორის“ და რუსეთის წინადადება შეთანხმების შენარჩუნების შესახებ, არ მიიღეს ვაშინგტონის მოკავშირეებმა.

22 ნოემბერს აშშ-მა ოფიციალურად დატოვა შეთანხმება შეიარაღების კონტროლის და შემოწმების შესახებ. ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს შეთანხმება „უხეშად დაარღვია“. აშშ-ის ნაბიჯი იყო ბოლო დარტყმა შეიარაღების საერთაშორისო კონტროლზე, რომლის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. იგი აცხადებდა, რომ აშშ-ს ან ატყუებდნენ, ან მის სამხედრო შესაძლებლობებს უსამართლოდ ზღუდავდნენ.

ღია ცის ხელშეკრულებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და ის ძალაში შევიდა 2002 წელს. შეთანხმება შესაძლებლობას აძლევდა მონაწილე 34 ქვეყანას, განეხორციელებინათ ხანმოკლე უიარაღო სამეთვალყურეო გაფრენები ერთმანეთის ტერიტორიების თავზე, ერთიმეორის შეიარაღებული ძალების თაობაზე მონაცემების შესაგროვებლად. შეთანხმების შესაბამისად 1500-მდე გაფრენა განხორციელდა

ხელშეკრულების მომხრეები აცხადებენ, რომ ასეთი ფრენები ხელს უწყობს ნდობის გაღრმავებას, რადგან, მაგალითად, აჩვენებს, რომ მოწინააღმდეგეები არ გადააადგილებენ უჩუმრად საკუთარ ძალებს და არ ემზადებიან თავდასხმისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG