Accessibility links

logo-print logo-print

Pfizer-მა დროებით ორჯერ შეამცირა ვაქცინის მოწოდება წარმოების გარდაქმნის მიზნით


კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელმა ფირმამ, Pfizer-მა, დროებით ორჯერ შეამცირა პრეპარატის წარმოება და ეს ვითარება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკავშირში ვაქცინის მიწოდება გადაიდო სამი-ოთხი კვირით. ცნობას ამის შესახებ ავრცელებს სააგენტო Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით. ცნობით, მოწოდების შეჩერება მოხდა იმ მიზეზით, რათა თებერვლის შუა რიცხვებიდან გაფართოვდეს და დაჩქარდეს წარმოების პროცესი: ერთი მილიარდი დოზის ნაცვლად წლიურად დამზადდეს ორი მილიარდი დოზა.
გერმანიის მთავრობამ გამოხატა სინანული მოულოდნელი შეჩერების გამო და განაცხადა, რომ ევროკომისია მოელის „სიცხადეს და გარკვეულობას Pfizer-ისგან მოწოდების მომავალი ვადების გარშემო.

დანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის და შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთობლივი წერილი მისწერეს BioNTech/Pfizer-ს და მოითხოვენ, საჯაროდ განმარტოს კომპანიამ შეჩერების მიზეზები და უზრუნველყოს დროული მოწოდება.
მათი აზრით, არსებული ვითარება ძირს უთხრის ვაქცინაციის მიმართ ნდობას.

ევროკომისია აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა მას, წელს, პირველ კვარტალში, მოწოდების გეგმის სრულად შესრულების გარანტია მისცა.

ამ ეტაპზე Pfizer-ია მთავარი ვაქცინა, რომელსაც იყენებენ აშშ-სა და ევროკავშირში.

ევროპაში შეიტანეს სხვა ვაქცინა - Moderna. მწარმოებლების მიერ ჩატარებული გამოცდების დროს პრეპარატებმა 95 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG