Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 პირია დაკავებული აქციაზე, რომელიც "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად იმართება


თბილისში, მმართველი პარტიის ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 9 პირი, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. დაკავებულები ადმინისტრაციული კანონდარღვევის გამო არიან დაკავებულები 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

აქტივისტები აქციას "ქართული ოცნების" ყრილობასთან დაკავშირებით მართავენ და ამბობენ, რომ მმართველ პარტიას "არ შეარჩენენ არჩევნების მოპარვას". ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, არ მოქცეულიყვნენ "მილიციასავით" და ახსენებდნენ, რომ მათი ვალი "ხალხის სამსახურია და არა ივანიშვილის მონების". აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა ბანერის გამო, რომლითაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას დღის ორ საათზე მართავს. მასზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე უნდა დაამტკიცოს განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა 21-კაციანი სია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG