Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს


ნიკა სიმონიშვილი
ნიკა სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია.

17 იანვარს გამართულ სხდომაზე, ასევე, აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილე - გვანცა საკანელაშვილი.

საია-ს ინფორმაციით, ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი.

  • 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საია-ს გამგეობის წევრად;
  • 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საია-ს წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში;
  • 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად;
  • 2015 წლის მარტიდან იყო ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
  • 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი.

ნიკა სიმონიშვილის არჩევამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სულხან სალაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG