Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლები და ბაზრობები მხოლოდ დასაქმებულების ტესტირების შემთხვევაში გაიხსნება - ბექა ფერაძე


საქართველოში სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ბაზრობების გახსნა პირველი თებერვლიდან მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების ტესტირების შემთხვევაში იგეგმება. ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ხარჯებს სრულად სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგ ეტაპზე კი განიხილება ბიზნესის თანამონაწილეობის საკითხიც.

"დასაქმებულების კონკრეტული პროცენტული წილი იქნება განსაზღვრული, რომელიც გაიტესტება 1 თებერვლამდე... თვითონ სავაჭრო დაწესებულების ადმინისტრაცია შეარჩევს რისკის შემცველ ჯგუფებს, ეტაპობრივად მოხდება ყველა დასაქმებულის მოცვა... ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის მექანიზმი ექნება შრომის ინსპექციას. ტესტირება ჩატარდება ყოველ 14 დღეში ერთხელ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ბექა ფერაძემ.

საქართველოში სავაჭრო ცენტრები, მოლები და ბაზრობები 28 ნოემბრის შემდეგ დაკეტილია. გამონაკლისი იყო საახალწლო დღეები, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, როცა ბაზრობების გარდა, სხვა სავაჭრო ცენტრები გაიხსნა.

XS
SM
MD
LG