ლიეტუვის ხელისუფლებამ ხუთი წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა ცნობილ რუს საესტრადო მომღერალ ფილიპ კირკოროვს.
იგი არასასურველ პირთა სიაში წინა დღით შეიყვანეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბრიელიუს ლანდსბერგისის მოთხოვნით, რომელიც მიიჩნევს, რომ მომღერლის მონაწილეობა ყირიმში გამართულ კონცერტებში „არსებით ზიანს აყენებს ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებას“.
ლიეტუვაში კირკოროვის შესვლის აკრძალვა 19 იანვრიდან შედის ძალაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ კირკოროვი, რომელიც ერთდროულად ორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის მოქალაქეა, „ანექსირებულ ყირიმში ხშირი მოგზაურობით შეგნებულად უარყოფდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამგვარად, უკანონოდ ამართლებდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს“.