Accessibility links

logo-print logo-print

როგორც იტყობინებიან, გადადგა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელი მაიკლ პაკი


როგორც იტყობინებიან, გადადგა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელი მაიკლ პაკი. აშშ-ის მედიის ცნობით, პაკი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნით გადადგა ამ უკანასკნელის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში.

პაკის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობა USAGM-ის საიტზე. მაგრამ Washington Examiner-ის თანამშრომელმა ბაირონ იორკმა გამოაქვეყნა წერილის ტექსტი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, პაკს ეკუთვნის.

პაკი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა უწყების ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ, წერილში წერს, რომ ახალი ადმინისტრაციისგან გადადგომის შესახებ მიღებულმა თხოვნამ „იმედი გაუცრუა“.

USAGM-ის ამოცანაა ხელი შეუწყოს მიუკერძოებელ გაშუქებას საზღვარგარეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. მაგრამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად პაკის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ის კრიტიკის ობიექტად იქცა იმის გამო, რომ მან უარი თქვა ორპარტიულ ტრადიციაზე და შეეცადა გაემყარებინა მაუწყებლებზე ერთი (რესპუბლიკური) პარტიის გავლენა. ერთ-ერთი მაუწყებელი, რომლის მუშაობასაც წარმართავს სააგენტო, არის რადიო თავისუფლება.

ბაიდენმა და მისმა გარდამავალმა გუნდმა, რომელსაც რიჩარდ შტენგელი ხელმძღვანელობს, პირობა დადეს, რომ სრულად შეისწავლიან პაკის მოქმედებებს და მიანიშნეს, რომ შეიძლება მოხსნან ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG