Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევიდან 477 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. შედარებით ნაკლები მაჩვენებელია რეგიონებში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 477,
  • აჭარა - 64,
  • იმერეთი - 164,
  • ქვემო ქართლი - 65,
  • შიდა ქართლი - 85,
  • გურია - 13,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 118,
  • კახეთი - 95,
  • მცხეთა-მთიანეთი - 27,
  • სამცხე-ჯავახეთი -18,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 179-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 251 071 შემთხვევა. მათგან 238 101 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG