Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც დავამთავრეთ, მზად ვართ ოცნებასთან შესახვედრად


პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის და მისი პარტიის წევრი, ლევან იოსელიანი მზად არიან საჯაროდ შეხვდნენ "ქართულ ოცნებას". ელისაშვილი "ფეისბუკზე" წერს, რომ შეხვედრის მიზანი პოლიტიკური კრიზისი განმუხტვის პერსპერქტივებზე საუბარია.

"ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში... ჩვენ გვაინტერესებს ხართ ["ქართული ოცნება"] თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად", - წერს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონფლიქტი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესვლის მიზეზებს ეძებდა, "მოქალაქეების" ლიდერის თქმით, კი მისთვის მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო რეფორმა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG