Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია საერთო გამარჯვებად აფასებს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და დღევანდელ დღეს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს მიჩნევს.


„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“,- წერს გიორგი გახარია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა და დადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG