Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნიმ გაასაჩივრა მისი წინასწარ პატიმრობაში მოთავსების გადაწყვეტილება


კრემლის კრიტოკოსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ. ნავალნი დააპატიმრეს, როცა ის მოსკოვში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ის აგვისტოდან გადიოდა მკურნალობის კურსს რუსეთში სავარაუდოდ „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის შესახებ დღეს განუცხადა ინტერფაქსს ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა.

18 იანვარს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ნავალნის 15 თებერვლამდე წინაწარი პატიმრობა მიუსაჯა. იმ დროისთვის სხვა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რეალურ პატიმრობად უქციოს თუ არა პოლიტიკოსს 3,5 წლით პირობითი პატიმრობა, რაც მას თაღლითობის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი.

ნავალნის დაპატიმრებამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია პროტესტი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მოწოდებები, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ნავალნის გუნდი გამოვიდა 23 იანვარს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG