Accessibility links

logo-print logo-print

ალბანეთმა გააძევა რუსი დიპლომატი „კორონავირუსის შეზღუდვების განმეორებით დარღვევის გამო“


Air Albania-ს თანამშრომლები დამცველი სამოსით, რომელიც სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების თანახმად. 2020 წლის 1 აპრილი.

ალბანეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების არაერთხელ დარღვევის ბრალდებით.

ალბანეთის მთავრობამ ალექსეი კრივოშეევი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და 72 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, იტყობინება ტირანიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ხაზს უსვამს, რომ დიპლომატმა დარღვევა „არაერთხელ“ ჩაიდინა 2020 წლის აპრილის შემდეგ.

უწყების თანახმად, სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ტირანაში რუსეთის ელჩს, მაგრამ დიპლომატი აგრძელებდა წესების დარღვევას.

სამინისტრო არ აზუსტებს დიპლომატის პოზიციას და არ მოჰყავს დარღვევების დეტალები. რუსეთის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ალბანეთს კომენდანტის საათი აქვს გამოცხადებული ღამით, სავალდებულოა ნიღბების ტარება ქუჩაში და შენობებში, ყველას ევალება სოციალური დისტანციის დაცვა.

ტირანამ 1991 წელს აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც კომუნისტურ სახელმწიფოს ადრე გაწყვეტილი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG