Accessibility links

logo-print logo-print

აქტივისტები აპროტესტებენ "ლოკდაუნს", ითხოვენ ირაკლი ფანგანის განთავისუფლებას


აქტივისტთა ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო დაუმორჩილებლობის აქცია-პერფორმანსი. ისინი მსვლელობით გაემართნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. აქტვისტები ამ სახით აპროტესტებენ მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებულ ამკრძალავ ზომებს და მათ გაუქმებას მოითხოვენ. მათ განზრახ დაარღვიეს კომენდანტის საათი და აქცია კომენდანტის საათის დაწყებას დაამთხვიეს.

აქტივისტები ამავე დროს სოლიდარობას უცხადებენ აქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელიც დღეს დააკავა პოლიციამ ბათუმში. მისი დაკავების მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა.

„ხალხს შია“, „შორს ხელები აქტივისტებისგან“, „თავისუფლება ირაკლი ფანგანს“, „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“ - ასეთი ლოზუნგების შემცველი პლაკატებით ხელში გაემართნენ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. ამის შემდეგ მათ გადაინაცვლეს შსს-ს შენობასთან, სადაც ჰყავთ დაკავებული ირაკლი ფანგანი.

ჯერჯერობით პოლიციას აქციის მონაწილეები არ დაუჯარიმებია კომენდანტის საათის წესის დარღვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG