Accessibility links

site logo site logo

NDI-ის კვლევით, კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, მოსახლეობის 41% აიცრებოდა


საქართველოს მოსახლეობის 41 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში კოორნავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდა. კვლევა 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა, შედეგები კი მედიისთვის დღეს, 25 იანვარს გახდა ხელმისაწვდომი.

ამავე კვლების მიხედვით, მოსახლეობის 41 პროცენტი უარს იტყოდა ვაქცინაციაზე, 17 პროცენტი კი ამბობს, რომ "არ იცის".

კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება 2020 წლის ივნისთან შედარებით მცირედით შეცვლილია.

კვლევა ​ NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG