Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება — 32%. არასწორი მიმართულებით — 38%


ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 5%-ით მეტი - ანუ 38% კი, ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2020 წლის აგვისტოში 32% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 39% კი ფიქრობდა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.

მათგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 67% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, 65% კი საწინააღმდეგოს ფიქრობს. მათი 18% კი, ვინც არ ასახელებს რომელი პარტიის მხარდამჭერია, თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 42% კი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. სექტემბრის შემდეგ 3%-ითაა შემცირებული იმათი რაოდენობა, ვინც თვლიდა, რომ საქართველოში დემოკრატიაა.

კვლევა ​NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG