Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვლიდან იმსჯელებენ


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადების განხილვით იწყებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვას. კომიტეტის სხდომა 27 იანვარს არის დანიშნული. ნათელაშვილი პირველი იყო, ვინც მანდატის გაუქმება მოითხოვა.

ოპოზიციის 49 დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე კი კომიტეტი 28 იანვარს იმსჯელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება 2 თებერვალს [საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს].

„რა თქმა უნდა, დღესაც ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, როგორც დღეს არაერთხელ აღვნიშნეთ, იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები“, - თქვა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადების გამოთხოვის 7-დღიანი ვადა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს ამოეწურათ.

ამ დროისთვის დეპუტატის უფლებამოსილება „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს შეუწყვიტეს. იმის გამო, რომ პარტიას ცესკოსთვის დარჩენილი სიის გაბათილების მოთხოვნით არ მიუმართავს, პარლამენტის წევრები გახდნენ მათი ადგილმონაცვლეები: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. სიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ კი დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა.

პარლამენტიდან გასვლის შესახებ განცხადებები არც პარტია „მოქალაქეების“ წევრებს ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს დაუწერიათ.

„გირჩის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან კი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა.

51 დეპუტატი, რომლებმაც პარლამენტს მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს:

  1. შალვა ნათელაშვილი;
  2. თეონა აქუბარდია
  3. არმაზ ახვლედიანი
  4. დავით ბაქრაძე
  5. ლევან ბეჟაშვილი
  6. თინათინ ბოკუჩავა
  7. გიორგი ბოტკოველი
  8. გიორგი გოდაბრელიძე
  9. რომან გოცირიძე
  10. ხატია დეკანოიძე
  11. ლევან ვარშალომიძე
  12. გიორგი ვაშაძე
  13. გრიგოლ ვაშაძე
  14. აბდულა ისმაილოვი
  15. მანუჩარ კვირკველია
  16. ვახტანგ კიკაბიძე
  17. დავით კირკიტაძე
  18. თამარ კორძაია
  19. ნონა მამულაშვილი
  20. პაატა მანჯგალაძე
  21. ნიკა მაჭუტაძე
  22. ნიკა მელია
  23. აკაკი მინაშვილი
  24. ტარიელ ნაკაიძე
  25. კობა ნაყოფია
  26. ანა ნაცვლიშვილი
  27. რამაზ ნიკოლაიშვილი
  28. კახაბერ ოქრიაშვილი
  29. სალომე სამადაშვილი
  30. ხათუნა სამნიძე
  31. გუბაზ სანიკიძე
  32. სულხან სიბაშვილი
  33. ზაალ უდუმაშვილი
  34. დავით უსუფაშვილი
  35. ბაჩუკი ქარდავა
  36. შალვა შავგულიძე
  37. თამარ ჩარკვიანი
  38. ცეზარ ჩოჩელი
  39. ნატო ჩხეიძე
  40. როსტომ ჩხეიძე
  41. ანა წითლიძე
  42. დევი ჭანკოტაძე
  43. ლევან ხაბეიშვილი
  44. დილარ ხაბულიანი
  45. მამუკა ხაზარაძე
  46. დავით ხაჯიშვილი
  47. ეკატერინე ხერხეულიძე
  48. ელენე ხოშტარია
  49. თემურ ჯანაშია
  50. ბადრი ჯაფარიძე
  51. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG