Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს, ბაქოს შემდეგ მოსკოვს, ასევე თბილისს ეწვევა  


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ზარიფის შეხვედრა ბაქოში, 2021 წლის 25 იანვარი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ზარიფის შეხვედრა ბაქოში, 2021 წლის 25 იანვარი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტად ჩავიდა ბაქოში, სადაც ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

ბაქოში ზარიფმა განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან თავისი შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება, ორმხრივი თანამშრომლობა და ახალი ვითარებაა რეგიონში. ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთში ჩავა, საქართველოს ეწვევა და ჩავა სომხეთში, ასევე თურქეთში.

AZERTACის ცნობით, ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დონის თაობაზე. პოლიტიკის, ეკონომიკის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ძალიან ახლო იყო გასულ წლებში, თქვა ალიევმა და მან აღნიშნა, რომ წარმატებით მუშაობს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანი, რომლის გავლით ტვირთბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა.

ზარიფმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკება დაასრულა ორმხრივი ურთიერთობის და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ამ ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, სხვათა შორის თავის კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

ზარიფი წერს, რომ მყარი მშვიდობა მიიღწევა რეგიონულ შეთანხმებებით, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რაც ყველას წაადგება.

ზარიფმა განაცხადა, რომ თავისი შეთავაზების თანახმად, რომელიც გულისხმობს რეგიონის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი) თანაშრომლობის, 3 + 3 ფორმატს, ის მოზაურობისას „შეეცდება იმსჯელოს ამაზე, რათა ფორმატი რეალობად გადაიქცეს, რადგან ის არის ყველასთვის საინტერესო რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიზნით“, იტყობინება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური, რომლის თანახმად, უფრო ადრე, აზერბაიჯანის და თურქეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთთან, თუ მას ექნება ტერიტორიული და სხვა პრეტენზიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG