Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს ლავროვსა და მედოევს შორის შეხვედრას


დმიტრი მედოევი და სერგეი ლავროვი
დმიტრი მედოევი და სერგეი ლავროვი

მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი მედოევს შორის გამართული შეხვედრა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, მსგავსი ქმედებებით რუსეთი ამაოდ ცდილობს, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას.

„საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სერგეი ლავროვმა და დმიტრი მედოევმა ხელი მოაწერეს გეგმას 2021-2022 წლებში უწყებათაშორისი კონსულტაციების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG