Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის პირველი კომენტარი ფილმზე „პუტინის სასახლე“: ნაჩვენები ქონება მე არ მეკუთვნის


 "პუტინის სასახლე" შავი ზღვის სანაპიროსთან.
"პუტინის სასახლე" შავი ზღვის სანაპიროსთან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პირველად გააკეთა კომენტარი ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" გამოძიების შესახებ გელენჯიკთან არსებულ სასახლეზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას მან გამოძიების გარშემო დასმულ შეკითხვაზე უპასუხა: „არ მინახავს ფილმი უბრალოდ დროის უქონლობის გამო ასეთი ... ასეთი ინფორმაციის გასაცნობად, მაგრამ გადავხედე ასისტენტების მიერ შერჩეულ ფრაგმენტებს. ახლავე მინდა გიპასუხოთ, იქიდან არაფერი, რაც ჩემს ქონებად არის წარმოდგენილი, არც მე და არც ჩემს ახლო ნათესავებს არ ეკუთვნით და არასოდეს ყოფილა მათი. არასოდეს“. პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა.

19 იანვარს "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე "პუტინის სასახლის" შესახებ.

ერთი დღით ადრე, მოსკოვის ხიმკის რაიონის სასამართლომ გერმანიიდან რუსეთში ახლადდაბრუნებულ ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

"პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას.

ის, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო, 2010 წელს განაცხადა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG